воскресенье, 18 октября 2009 г.

აგრესიული ასაკი ანუ ტრაგედია უგმიროდ...

1.პროექტის სახელი: არასრულწლოვანთა დანაშაული
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:ვიკვლევთ და ვაანალიზებთ მოზარდთა დანაშაულის სტატისტიკურ მონაცემებსა და მიზეზებს,ვმუშაობთ პრევენციულ ღონისძიებებზე.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან და გამოიკვლევენ პრობლემას, გაიზიარებენ გამოცდილებას,დაადგენენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს,ითანამშრომლობენ შესაბამის სამსახურებთან და კომპეტენტურ პიროვნებებთან,[არასრულწლოვანთა უბნის ინსპექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ფსიქოლოგი, საპატრიარქო და სხვა].
4.მონაწილეთა ასაკი:15-16-17 წელი
5.ვადები/ ხანგრძლივობა:1თვე
6:პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:დავყოფ ჯგუფებად და მივუთითებ ვინ რა მიმართულებით იმუშავებს.შევიმუშავებთ კითხვარებს,ავაგებთ სამოქმედო ცნების რუკას,დასაწყისისთვის შევავსებთ ''ვიცი-მინდა -ვიცოდე-ვისწავლე''სქემას, რომელსაც პროექტის დასასრულს განვიხილავთ.საინტერესო იქნება რამდენად გაიზარდა ჩვენი ცოდნა კვლევის შედეგად.ავიღებთ ინტერვიუებს, მოვიპოვებთ ვიზუალურ და ტექსტობრივ მასალას,ავაგებთ დიაგრამას, გამოვცემთ სასკოლო გაზეთს , შეჯამებული ინფორმაციის და დასკვნების საფუძველზე წარმოვადგენთ პრეზენტაციას, შევქმნით ვებ-ბლოგს.
7 .მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება,შეიქმნას:მოსწავლეები ჩასწვდებიან პრობლემის არსს, დაადგენენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს,
,მოახდენენ ღირებულებათა გადაფასებას,გამოიმუშავებენ კვლევა-ძიების უნარს,გაიცნობენ საინტერესო ადამიანებს,დაეუფლებიან ისტ-ის გამოყენებას,
გაიღრმავებენ კომუნიკაციის, ანალიზის,სინთეზის უნარს.
8. სარგებელი სხვებისათვის: თემა იმდენად მტკივნეული და აქტუალურია, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის საინტერესო იქნება. ხელს შეუწყობს მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ინფორმირებულობას,დაგვანახებს საკუთარ შეცდომებს მოზარდებთან ურთიერთობისას,გვიჩვენებს პრობლემის გადაჭრის გზებსა და პრევენციულ საშუალებებს.
9. სამუშაო ენა : ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არავინ
11.საგნებთან /საგნობრივჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული/საზოგადოებრივი მეცნიერებები/ფსიქოლოგია.

ქართული:

. საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარება, რომლებიც
უზრუნველყოფს სოციალურ გარემოში პიროვნების ადეკვატურ თვითგამოხატვას;
საუბრის, დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა თემებზე კამათის წარმართვას;
• სხვადასხვა ტიპის ზეპირი და წერილობითი ტექსტების შეფასება მათი საკომუნიკაციო
ამოცანის გათვალისწინებით;
• წაკითხულის გადამოწმება და შეფასება სანდოობის, აქტუალურობის, პოპულარობისა
და სხვა კრიტერიუმების მიხედვით;

• კონკრეტული საკითხის შესასწავლად ინფორმაციის მოძიება, კრიტიკულად
გადამოწმება და მონაცემთა ბანკის შედგენა;
• სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის ნებისმიერი ტიპის წერილობითი
ტექსტის შეთხზვა.

საზოგადოებრივი მეცნიერებები:

• აჯგუფებს კანონებს, რომლებიც შეესაბამება მის ზნეობრივ ღირებულებებს და რომ-
ლებიც მისთვის მიუღებელია; ასაბუთებს საკუთარ პოზიციას.
• ხსნის, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; ასახელებს იმ საშიშროებას,
რაც მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას;
• თანაკლასელებთან ერთად, საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, შეარჩევს და გაი-
თამაშებს რომელიმე კონფლიქტურ სიტუაციას; განიხილავს მისი მოგვარების შესაძ-
ლო გზებს (მაგ: ინტერესების პოზიციდან – მოლაპარაკებით, წესების პოზიციიდან –
სასამართლოთი თუ სხვა); არჩევს მოცემული შემთხვევისათვის ყველაზე ეფექტურს;
ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
• თანაკლასელებთან ერთად ქმნის მშვიდობიან გარემოსთვის საჭირო ყოველდღიური
ქცევის სახელმძღვანელო დოკუმენტს (მაგ: ბუკლეტი, პლაკატი, სამახსოვრო).

12. პროექტის ფასილიტატორი:ეკა დონაძე
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:ekadonadze@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.ekadonadze.blogspot.com